საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და იეპე კოფოდსმა საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მხარეებმა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზე და ამ კონტექსტში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი იყო. აღინიშნა, რომ დანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი და მკაფიო მხარდამჭერია.
