ე.წ რეფერენდუმი
10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებია. შესაბამისად ბიბილოვი პოლიტიკური ქულების ჭაწერას ცდილობს. კარგად ნაცნობი ძველი მეთოდი ისევ გააქტიურდა. რეფერენდუმი და რუსეთთან მიერთება - ასეთია ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პოლიტიკური ტრიუკი. ცხინვალის რეჟიმისგან განსხვავებით რუსეთთან მიერთებაზე არ ოცნებობენ კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში. აფხაზეთში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი არ იქნება. ოფიციალური თბილისი ბიბილოვის გზავნილს პოპულისტურ განცხადებად აფასებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
