პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო და განათლება. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.
