საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიენების პროცესს და ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს .დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია.
