ომის 36-ე დღე უკრაინაში
ომის 36 ე დღე უკრაინაში. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვის ოლქზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. განადგურებულია ადმინისტრაციის შენობა და საწვავის საწყობი. კიევის ოლქში საცხოვრებელ მასივებსა და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე რუს ოკუპანტებს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე იერიში მიაქვთ.
