იგორ დოლგოვი ჯერ ისევ თბილისშია
იგორ დოლგოვი ჯერ ისევ თბილისშია. უკრაინელი დიპლომატი დღეს ქაშვეთში უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გუშინ გაიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ელჩებმა საქართველოში და მაროკოში ვერ შეძლეს მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.
