უსამართლო გადაწყვეტილება- ასე აფასებენ მმართველ გუნდში უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას
უსამართლო გადაწყვეტილება- ასე აფასებენ მმართველ გუნდში უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა საქართველომ ყველა საერტაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა, ვოლოდიმირ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის შიდა პოლიტიკური საქმეა და ელჩის გაწვევას უკრაინა საქართველოს ურთიერთობებთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც, სადაც თქვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსგან მეტ თანადგომას ელოდა და სწორედ ამას უკავშირდება ელჩის გაწვევა.
