სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში იმყოფებოდა, ლურჯი მოცვის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო. დღესვე, მინისტრი, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებთან ერთად, სოფელ რუხში ჩავიდა და ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა.
