ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკული გაერთიანების დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკული გაერთიანების დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო მუშაობს პროექტზე, რომელიც ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი იქნება. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ. ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2017 წლის პირველ ივლისს გაწევრიანდა.
