ირპენში, დაბომბვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარი, საქართველოში ჩამოასვენეს
ირპენში, დაბომბვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარი, საქართველოში ჩამოასვენეს. ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საღამოს გობეჯიშვილს ტყიბულში, გადაასვენებენ, კვირას კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ომს ოთხი ქართველი მებრძოლი: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი შეეწირა.
