პრემიერ-მინისტრი კომპანია "დიჯითალ მარკეტის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი კომპანია დიჯითალ მარკეტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. რაიან სალე საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე. განიხილეს საკითხები, თუ რა მხრივ შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა. ეფტი იქსის დელეგაცია საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია.
