ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. სერგეი შამბას თქმით, აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მსგავსი განწყობა არ არის. „პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობა არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. აფხაზეთში არ მეგულება პოლიტიკური ძალა, პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე“, - აღნიშნა შამბამ.
