1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა მხარი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირეს. 9-ა აპრილს კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო და საქართველო საბჭოთა ოკუპაციიდან გათავისუფლდა. დღეს რეფერენდუმის ჩატარების თარიღთან ერთად, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
