ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმერთება
ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმერთება. ოკუპირებული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გეგმავს. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანის განცხადებით, ყველა იურიდიული პროცედურა არჩევნების შემდეგ დასრულდება. კომენტარი უკვე გაკეთდა რუსეთში. ანდრეი კლიმოვმა განმარტა, რომ რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს რუსეთის შემადგენლობაში ქვეყნების მიღების პროცედურას სუბიექტების სახით, რისთვისაც საჭიროა, ოსმა ხალხმა თავისი სურვილი რეფერენდუმის სახით გამოთქვას.
