ევროკავშირი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად წნეხს შეინარჩუნებს
ევროკავშირი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად წნეხს შეინარჩუნებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „დმიტრო კულებასთან უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილე. მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ წნეხს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას“, - წერს ჟოზეფ ბორელი
