ირპენში, დაბომბვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
ირპენში, დაბომბვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარი, საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. გობეჯიშვილს 12 საათზე ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ. საღამოს კი მას, ტყიბულში, ოჯახის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ და კვირას საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ომს ოთხი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი შეეწირა.
