ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტსა და სახელისუფლებო გუნდს შორის დავა გრძელდება
ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტსა და სახელისუფლებო გუნდს შორის დავა გრძელდება. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვლმა მხოლოდ დანიშნულ ელჩებზე ისაუბრა და უპასუხოდ დატოვა იმ დიპლომატების საქმე , რომელთა შესახებაც, გადაწყვეტილება არ მიიღო და მთავრობასაც არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა.
