მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დახვდნენ.
