პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ელჩების დანიშვნის საკითხზე მთავრობას წერილობით პასუხობს
პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ელჩების დანიშვნის საკითხზე მთავრობას წერილობით პასუხობს. „ საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება“ ვკითხულობთ განცხადებაში , სადაც ასევე ნათქვამია, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე, პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.
