მთავრობის ინფორმაციით ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტის ადამინისტრაციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
მთავრობის ინფორმაციით ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტის ადამინისტრაციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მთავრობის ადმინისტრაცია წერილობით განცხადებას ავრცელებს , სადაც ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები, ამიტომ საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი რეაგირების შესაბამისად. ნათქვამია მთავრობის მიერ გვარცელებულ ოფიცილაურ განცხადებაში.
