შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ტვიტერზე გამოეხმაურა
შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ტვიტერზე გამოეხმაურა. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოსთან, ალიანსის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორთან „ – წერს მირჩა ჯოანა. ასევე ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და წერს, რომ შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და მისი სტრატეგიული შედეგები
