ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება
ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. დღეს შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრებს. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას . ყურადღება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ნატო-საქართველოს მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს.
