უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს სამშობლოში სავარაუდოდ ხვალ დილით ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს სამშობლოში სავარაუდოდ ხვალ დილით ჩამოასვენებენ, რეისი გვიან ღამით შესრულდება. დავით გობეჯიშვილის საქართველოში ჩამოსვენება პოლონეთის გავლით მოხდება. ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა. რაც შეეხება უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას- ცნობილია, რომ დღეს 50-მდე ქართველის გადმოყვანა იგეგმება.
