რუსეთს კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან გარკვეული ძალები გაჰყავს
რუსეთს კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან გარკვეული ძალები გაჰყავს. როგორც მოსკოვში აცხადებენ, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს და ფოკუსირებას სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მოპოვებულ პოზიციებზე მოახდენენ. საოკუპაციო ძალების უკან დახევას წინ უძღოდა თურქეთში გამართული რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები, რომლისგანაც უკრაინის პრეზიდენტმა პოზიტიური გზავნილი მიიღო, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგებს ენდობა და არა განცხადებებს
