მუსიკა ომის წინაღმდეგ
მუსიკა ომის წინაღმდეგ - უკრაინელ პიანისტს, რომელმაც საჰაერო თავდასხმისას ლვოვში ლეგენდარული ჰანს ციმერის მუსიკა ღია ცის ქვეშ დაუკრა, კომპოზიტორი გამოეხმაურა. „განცვიფრებული ვარ იმით, რაც მუსიკით ჩაიდინე“ - ამ შინაარსის ვიდეო გზავნილი პიანისტმა სწორედ ციმერისგან მიიღო. თანამედროვე კინო მუსიკის ლეგენდარულმა კომპოზიტორმა მხარდაჭრა უკრაინელ ხალხს ლონდონში გამართული კონცერტიდანაც გამოუცხადა.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები