მთავრობის მეთაური სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მთავრობის მეთაური სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და არარატ მირზოიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას“, რომლის მიზანიც დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებაა.
