მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ეროვნული ხელისუფლება, რომლის შემადგენლობაში სააკაშვილი ქართულ ოცნებასაც ეპატიჟება. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილას ამ გეგმას იწუნებს. ერთადერთი, ვინც ეს გეგმა მოიწონა, თაკო ჩარკვიანია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის შესაძლებლობებში მასაც ეჭვი ეპარება. მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან თანხმობაზე საუბარი მინიმუმ უხერხული და ამორალურია.
