უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება
სახელმწიფო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. დახმარება გაეწია საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს, როგორც პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტირებით და დროებითი საცხოვრებლით. მათ შორის გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში ორგანიზებულად გამოემგზავრა საქართველოს 100 მოქალაქე. სისტემატურად სრულდება სპეციალური რეისები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის.
