უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დიდ ქალაქებში ისევ განგაშის სიგნალი ისმის
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დიდ ქალაქებში ისევ განგაშის სიგნალი ისმის. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ძალების მობილიზებას დონეცკის მიმართულებით ახდენს და კიევის ოლქიდან სამხედრო დანაყოფების ნაწილი გაჰყავს. ომის 34-ე დღეს საოკუპაციო ძალებმა დიდი ქალაქების აღება ისევ ვერ შეძლეს. ამ ფონზე კი მოსკოვი ფართომასშტაბიანი შეჭრის მიზანს ცვლის და მათთვის ახლა მთავარი დონეცკის ეგრეთ წოდებული გათავისუფლებაა
