ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენა დღეს ოფიციალურად ისრაელის პრეზიდენტმა გახსნა. თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, 12 კომპანიასთან ერთად, ერთიანი სტენდით არის წარმოდგენილი. სტუმრებს, საქართველოს ტურისტული სფეროს შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ. ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზდრის მიზნით წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებიც მიმდინარეობს.
