თბილისის მერმა, ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების პროექტი წარმოადგინა
თბილისის მერმა, ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების პროექტი წარმოადგინა. კახა კალაძის განცხადებით, მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, ორი დახურული და ერთი - ღია, 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე და დასასვენებელი ადგილები. მთავრობის სხდომაზე, კალაძემ აღნიშნა, რომ 2009 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ კორტები კორპუსების მშენებლობის მიზნით გაასხვისა. ინვესტორ კომპანიასთან გაიმართა მოლაპარაკებები, შესაძლებელი გახდა სივრცის ადგილმონაცვლეობა, რაც მუნიციპალიტეტს დიდი თანხა დაუჯდა.
