საქალაქო სასამართლომ, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას ხუთი მილიონ 60 ათასი ევროს ანაზღაურება დააკისრა
საქალაქო სასამართლომ, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას ხუთი მილიონ 60 ათასი ევროს ანაზღაურება დააკისრა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისება, გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულები უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაადგინა მატერიალური ზიანიც. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კი თავდაცვის სამინისტრომ, როგორც დაზარალებულმა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოითხოვა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
