სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს
სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. მხარეებმა შესვენების დროს გააკეთეს კომენტარები. უკრაინული მხარე ამბობს, რომ მთავარი მიზანია ცეცხლის შეწყვეტა, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება. მოლაპარაკებების დაწყებამდე კი დელეგაციის წევრებს შეხვდა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარეებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდება. რუსული დელეგაციის შემადგენლობაში რომან აბრამოვიჩი გამოჩნდა, რომელსაც ერდოღანი შეხვედრამდე ესაუბრა
