ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დასრულდა
მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები, ყოველდღიური მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები შეიძინეს.
