7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება
სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ტრადიციულად , ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას, პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები გააკეთა. მან საკუთარ თავს, პუტინის პირადი პატიმარი უწოდა და საზოგადოებას აქტიურობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ექსპრეზიდენტმა, მოსამართლეებსა და პროკურორებს, სიტყვიერი შეუარაცხყოფაც მიაყენა, რასაც დარბაზში მსხდომთა შორის დაპირისპირება მოჰყვა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
