უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა რუსეთთან ბრძოლას უკრაინაში. მეოთხე ქართველი მეომრის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა ვინაობას ჯერ არ ასაჯაროებს. დღეს კი დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. ისინი რუსულ აგრესიას ქალაქ ირპენში შეებრძოლნენ. კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა, რუსების მიერ მოქცეული ალყის გამო, მარიუპოლშივე დაკრძალეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
