მცხეთის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე დღეა საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ძლიერი თოვის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე რამდენიმე დღეა საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესში უშუალოდაა ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, რომელიც გზებზე არსებულ ვითარებასა და გაწმენდით სამუშაოებს სისტემატურად ეცნობა.
