უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ
გია ბერიაშვილის ცხედარი თემქის სასაფლაოსთან მდებარე წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარშია დასვენებული, დავით რატიანის კი ქაშუეთის ეკლესიაში. ქართველები კიევის ოლქში, ირპენთან საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპნენ. კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. მისი გადმოსვენება ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
