მოსკოვის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის შიგნით ვითარების დაძაბვის მორიგი მცდელობა
მოსკოვის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის შიგნით ვითარების დაძაბვის მორიგი მცდელობა. ამჯერად მთავარ როლში გრიგორი კარასინია, რომელიც ქართულ-რუსულ ეგრეთ წოდებულ საექსპერტო შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციის მარტივი მოძიების შემდეგაც ნათელია, რომ დისკუსია მხოლოდ კერძო ინვესტიციით იმართება და საქართველოს ხელისუფლებას მასთან არც პირდაპირი, არც ირიბი და არც ფარული კავშირი არ აქვს. მეტიც, თბილისისთვის დღევანდელ ვითარებაში ასეთი შეხვედრების გამართვის მიზანშეწონილობა გაუგებარია, გრიგორი კარასინის განცხადებები კი აზრს მოკლებული და უადგილო, რადგან, რაც არ უნდა თქვას კარასინმა ან რომელიმე პრო-რუსმა ექსპერტმა თუ პოლიტიკოსმა, ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ კურსს არ და ვერ შეცვლის.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
