თეთრი სახლის ლიდერი პოლონეთშია
თეთრი სახლის ლიდერი პოლონეთშია. ჯო ბაიდენი სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველაზე დიდ ქალაქ ჟეშუვში ჩაფრინდა, სადაც ამერიკული ძალების ნაწილია განლაგებული. ამერიკის პრეზიდენტისთვის ეს ევროპაში ვიზიტის ბოლო გაჩერებაა. ბაიდენი პირადად ნახავს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულებსაც, რომელთა ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ აქ, პოლონეთშია.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
