შინაგან საქმეთა მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი დაესწრნენ. ვახტანგ გომელაურმა ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
