ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს. მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სადღესასწაულო პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადა, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია II-ის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.
