უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელთან ანდრე კასიანოვთან ერთად 98-ე საჯარო სკოლას ეწვია და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ის მოსწავლეები მოინახულა, რომლებიც საქართველოს სკოლაში გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სასკოლო ასაკის ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას
