ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორნაციას უარყოფს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. დღეს სენატორმა ალექსანდრ პრონიუშკინმა, ტელეგრამის მეშვეობით განაცხადა, რომ 75 წლის ასაკში, ჟირინოვსკი მოსკოვის საავადმყოფოში დილით გარდაიცვალა. მოგვიანებით სენატორმა ეს პოსტი წაშალა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გარდაცვალების შესახებ განცხადებას უარყოფს რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინიც. ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში 2 თებერვალს, კოვიდ 19-ის დიაგნოზით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაცინეტი კომაშია.
