საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები
კახეთში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოავლინა. 175 განაცხდიდან 10 გამარჯვებული შეირჩა. პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ქვეყნის ეკონიმიკაში ჩართვა. პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს ხუთ რეგიონში ხორციელდება.
