სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ _ ორი ინდივიდუალური სარჩელი , რომელიც სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო გენერალური პროკურორი აფასებს. ირაკლი შოთაძე აცხადებს , რომ ეს არის ხანგრძლივი სამართალწარმოების პროცესი და არსებითი განხილვის ეტაპზე საქართველო სერიოზული მტკიცებულებებით არის წარმოდგენილი . მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულება ? ამ კითხის საპასუხოდ შოთაძე იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს იხსნებს , რომელიც ექსპრეზიდენტს უკავშირდება. შეგახსნებთ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს ევროპული კონცენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება . ადამიანის უფელბათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ორი ინდივიდუალური სარჩელი წარმოებაში მიიღო შემდეგი ეტაპი კი არსებითი განხილვაა.
