გაეროს რეზოლუცია
„უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ _ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო , რომლის თანასპონსორიც საქართველო იყო. დოკუმნეტი ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას . მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის , ასევე ჟურნალისტების დაცვის უზრუნველყოფას. გაეროს რეზოლუციას რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ, 38-მა კი თავი შეიკავა. რუსეთთან ერთად დოკუმნეტის წინააღმდეგ ხმა მისცეს ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ.
