საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა
საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. პრემიერ მინისრტმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებსაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვთ მუდმივად მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.
