„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. კობახიძის თქმით, სადაც საჭირო იყო პოლიტიკური თანადგომა, საქართველოს ყველგან მყარი პოზიცია ჰქონდა.
