უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. საოკუპაციო ძალა უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდის, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას არ წყვეტს, რასაც ყოველდღიურად ათობით ადამიანი ეწირება. დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, უკრაინის ლიდერი კი პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგობის 30-ე დღეს ვოლოდიმერ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.
